Sunday, September 25, 2011

სიყვარულის მონა

სიყვარული ყოველი ჩვენგანის მაცოცხლებელი ძალაა.თუმცა ის ყოველთვის არ არის ბედნიერების მომტანი.რამდენადაც ტკბილი შეიძლება იყოს სიყვარულით შენიღბული ილუზია,იმდენადვე მწარე შეიძლება აღმოჩნდეს სიმართლე.როდესაც ვინმე ძლიერად გიყვარს,ძნელია ობიექტურად შევაფასოთ იგი.ხშირად არ გვსურს ჩავწვდეთ საყვარელი ადამინის უარყოფით თვისებებს და გავაანალიზოთ ყოველივე.ასეთ "ბრმა"სიყვარულს კი,უმეტესშემთხვევაში,არც თუ სახარბიელო სიტუაციამდე მივყავართ.რამდენად ძლიერადაც არ უნდა გვიყვარდეს ადამიანი,არ შეიძლება მისი განდიდება, "გაღმერთება" ,რადგან ასეთი სიყვარული მონებად გვაქცევს.სიყვარულის მიერ დამონებული ადამიანი კი კარგავს ანალიზს,სწორად შეფასების უნარს,ხდება უინტერეო და ნაკლებად მიმზიდველი.ამიტომ უნდა შეგვეძლოს,რომ რჩეული გვიყვარდეს ისეთი,როგორიც არის.თავისი ებითი და უარყოფითი თვისებებით.წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენს "ბრმა"სიყავრულს შეიძლება ისეთი დასასრული ჰქონდეს,როგორც ნიკო ლორთქიფანიძის მოტხრობას-"ქორწილის" გმირის -ქეთოს სიყვარულის აქვს.
         როგორც უკვე ავღნიშნე,სიყვარულის მეშვეობით მეორე ადამიანის შეცნობა საკმაოდ რთულია.ხშირ შემთხვევაში გვირჩევნია თვალი დავხუჭოთ იმ ადამიანის ნაკლოვანებებზე და მხოლოდ მისი ღირსეული მხარე,ან ჩვენი ფანტაზიის მიერ შექმნილი იდეალური პიროვნება,ფანტომი შევიყვაროთ.ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია,შევიცნოთ ჩვენი სიყავრულის ობიექტი.თუმცა,მეორე მხრივ,არსებობენ ადამიანები,რომლებსაც,დიდი სიყვარულის მიუხედავად,აქვთ სწორად განსჯის უნარი და შეუძლიათ თავიანთი რჩეულის ობიექტურად შეფასება.
       ასე რომ,სიყვარული სახიფათო რამ არის და ამიტომ ხშირად დაფიქრებაა საჭირო.მას დიდი ბედნიერების გარდა დიდი უბედურების მოტანაც შეუძლია.
                            დაფიქრდი, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან ერთად? კომფორტულად? თავისუფლად? სასურველად? მაშინ შეყვარებული ხარ.
ყოველთვის არ არის აუცილებელი გქონდეს სექსი ადამიანთან ვინც გიყვარს, იმის გასაგებად ხარ თუ არადაავადებულისიყვარულით შეიძლება სხვა გზითაც. თუ შეგიძლია თვეების განმავლობაში გაძლო მის გარეშე და სხვისკენ არც კი გაიხედო, თუკი ამჩნევ რომ არ არსებობს არავინ მასზე ლამაზი, მასზე ფიქრებში ფიქრობ მის თვალებზე, თითებზე და არა მკერდზე და საჯდომზე, როცა ხედავ სუნთქვა გეკვრება და გული გამალებით გიცემს.. მაშინ შენ გიყვარს და გცოდნია რა არის სიყვარული

მაინც რა არის სიყვარული???!!!....
        სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია რაც ადამინს უფალმა უბოძა...და ცოდოა ის ვინც ამ ქვეყიდან უსიყვარულოდ წავა...ეს არის გრძნობა ყოველგვარი ბილწი აზრების გარეშე..ყველაზე წმინდა...ლამაზი...და დიადი გრძნობაა..მას მთელი სულით უნდა გრძნობდე და განიცდიდე და არა მარტო სულით არამედ გულითაც..ის უხილავი მაგრამ ამავდროულად ყველაზე ხილული გრძნობაა..))  როცა შენ ამას განიცდი,შენ იმასაც განიცდი ამავდროულად,რომ ამით უფალთან უფრო ახლოს ხარ...რადგან "სიყვარული თავად ღმერთია"...ხოლო ღმერთს არ ესაჭიროება არანაირი მატერიალური ნივთი,ჩემი აზრით ასეთივე უნდა იყოს სიყვარული..როცა ადამიანი ნამდვილად გიყვარს მისი მატერიალური მხრით არ უნდა დაინტერესდე,რადგან  არც ტანსაცმელი,არც ფეხსაცმელი,არც საკვები და სასმელი არ სჭირდება...მისი საკვები,სასმელი,ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც სიყვარულია...რაც უფრო შორს ხარ იმ ადამიანისგან ვის მიმართაც განიცდი ამ გრნობას მით უფრო გიყვარს,ფიქრებით მასთან ხარ გამუდმებით..რა მნიშვნელობა აქვს მასთან ფიზიკურად იქნები ახლოს თუ სულიერად,მთავარი ის არის,რომ შენ ყველა შემთხვევაში მასთან ახლოს ხარ...

                                      სიყვარულის ნიჭი    ქეთო .ლორთქიფანიძის "ქორწილის" მთავარი გმირია.მისი გამართლება თითქოს შეუძლებელია...მაგრამ შევეცდები...    ქეთო შორი მხრიდან გამოთხოვილი ქალია-მეტყველებს აღმოსავლურ დიალექტზე,მოქმედება კი იმერეთში ხდება.მისთის ბესო ყველაფერია.    მე ქეთოს სიყვარული ბესოს მიმართ აღვიქვი,როოგრც ადამიანის სიყვარული სიცოცხლის მიმართ...    მას უყვარს ბესო-მას უყვარს სიცოცხლე.    მას უნდა ბესო-მას უნდა სიცოცხლე.    ბესო მისია,მისი კუთვნილებაა,ისევე როოგრც თითოეული ადამიანისთვის-საკუთარი სიცოცხლე.შეშლილი ქეთო დაუსრუ ლებლად იმეორებს ჩემია,ჩემის...     ამტომაც ქეთოსთვის ბესო კერპი არ არის...უფრო მეტია...სიცოცხლეა...      ამიტომაც ქეთოს სიყვარული ბრმა არ არის...       მას საკუთარი ხედვა აქვს "თავისუფალი"სიყვარულის მიმართ...ეს არის სიყვარულის ნიჭი,რომელიც ყველა ადამიანში არ მოიპოვება...              მიმაჩნია,რომ ის სიყვარულია ძლიერი და უანგარო,როცა გიჭირს ან საერთოდ ,არ შეგიძლია პასუხი გასცე კითხვას-რატომ?რატომ გიყვარს?ეს ხომ იგივეა პასუხი გასცე სიტყვას,რატომ გიყვარს სიცოცხლე?...        ცემი აზრით პასუხი ერთია-მინდა და მიყვარს,რატომ მინდა და მიყვარს?-არ ვიცი!!!         რატომ უყვარს ქეთოს ბესო?-უყვარდა და მორჩა.მასთან იყო დაკავშირებული უხილავი ძალით,როცა ეგონა ბესო მოკვდაო,მოკვდა თავადაც...         მისი ფიზიკური არსებობა არაფერს წარმოადგენს...ის უხილავი ძალა,რომელიც ბესოსთან აკავშირებდა ხილულმა,უხეშმა თოკმა შეცვალა.        ჩემი აზრით ქეთო მსხვერპლია სიყვარულისა,ეს სიყვარული კი სიცოცხლის სიყვარულია,ხოლო სიცოცხლის კონკრეტული ხორცშესხმული სიმბოლო არის ბესო.. ამიტომაც შევეცადე გამემართლებინა ქეთო...