სიყვარულის ნიჭი ქეთო ნ.ლორთქიფანიძის "ქორწილის" მთავარი გმირია.მისი გამართლება თითქოს შეუძლებელია...მაგრამ შევეცდები... ქეთო შორი მხრიდან გამოთხოვილი ქალია-მეტყველებს აღმოსავლურ დიალექტზე,მოქმედება კი იმერეთში ხდება.მისთის ბესო ყველაფერია. მე ქეთოს სიყვარული ბესოს მიმართ აღვიქვი,როოგრც ადამიანის სიყვარული სიცოცხლის მიმართ... მას უყვარს ბესო-მას უყვარს სიცოცხლე. მას უნდა ბესო-მას უნდა სიცოცხლე. ბესო მისია,მისი კუთვნილებაა,ისევე როოგრც თითოეული ადამიანისთვის-საკუთარი სიცოცხლე.შეშლილი ქეთო დაუსრუ ლებლად იმეორებს ჩემია,ჩემის... ამტომაც ქეთოსთვის ბესო კერპი არ არის...უფრო მეტია...სიცოცხლეა... ამიტომაც ქეთოს სიყვარული ბრმა არ არის... მას საკუთარი ხედვა აქვს "თავისუფალი"სიყვარულის მიმართ...ეს არის სიყვარულის ნიჭი,რომელიც ყველა ადამიანში არ მოიპოვება... მიმაჩნია,რომ ის სიყვარულია ძლიერი და უანგარო,როცა გიჭირს ან საერთოდ ,არ შეგიძლია პასუხი გასცე კითხვას-რატომ?რატომ გიყვარს?ეს ხომ იგივეა პასუხი გასცე სიტყვას,რატომ გიყვარს სიცოცხლე?... ცემი აზრით პასუხი ერთია-მინდა და მიყვარს,რატომ მინდა და მიყვარს?-არ ვიცი!!! რატომ უყვარს ქეთოს ბესო?-უყვარდა და მორჩა.მასთან იყო დაკავშირებული უხილავი ძალით,როცა ეგონა ბესო მოკვდაო,მოკვდა თავადაც... მისი ფიზიკური არსებობა არაფერს წარმოადგენს...ის უხილავი ძალა,რომელიც ბესოსთან აკავშირებდა ხილულმა,უხეშმა თოკმა შეცვალა. ჩემი აზრით ქეთო მსხვერპლია სიყვარულისა,ეს სიყვარული კი სიცოცხლის სიყვარულია,ხოლო სიცოცხლის კონკრეტული ხორცშესხმული სიმბოლო არის ბესო.. ამიტომაც შევეცადე გამემართლებინა ქეთო...
No comments:
Post a Comment